ფასები და პირობები
შაბათ-კვირას მიტანის სერვისი არ ხორციელდება.
იმავე სამუშაო დღის ჩაბარება (თბილისის მასშტაბით) | შეკვეთის გაფორმება ხდება სამუშაო დღის 10:00-15:00 საათამდე. გაითვალისწინეთ! 15:00 საათის შემდეგ შემოსული შეკვეთა ავტომატურად ფორმდება მომდევნო სამუშაო დღეს. (შაბათ-კვირის გარდა) ამანათი ჩაბარდება 00:00 საათამდე. (ღამის 12 საათამდე) | 7₾ |
მეორე სამუშაო დღის ჩაბარება (თბილისის მასშტაბით) | შეკვეთის გაფორმება ხდება სამუშაო დღის 10:00-17:00 საათამდე. გაითვალისწინეთ! 17:00 საათის შემდეგ შემოსული შეკვეთა ავტომატურად ფორმდება მომდევნო სამუშაო დღეს. (შაბათ-კვირის გარდა) ამანათი ჩაბარდება 00:00 საათამდე. (ღამის 12 საათამდე) | 5₾ |
რეგიონებში (მისამართზე მიტანა) | შეკვეთის მიღება – ნებისმიერ დროს. ჩაბარება 2-3 სამუშაო დღის განმავლობაში, 18:00 საათამდე. შაბათ-კვირის გარდა (საქართველოს ფოსტით). იმ შემთხვევაში თუ არ ჩაბარდება შეკვეთა მიმღებს, ერთი დღე გაჩერდება ფოსტის სერვისცენტრში იმისთვის რომ თავად გაიტანოთ და შემდეგ ამანათი ბრუნდება გამგზავნთან. | 10.5₾ |
რეგიონებში (ფოსტიდან გატანა) | შეკვეთის მიღება – ნებისმიერ დროს. ჩაბარება 2-3 სამუშაო დღის განმავლობაში, 18:00 საათამდე. შაბათ-კვირის გარდა საქართველოს ფოსტის სერვისცენტრში | 8.5₾ |
მაღაზიიდან გატანა | ნივთის გატანა შესაძლებელია პეკინის ფილიალიდან. მისამართი პეკინის 7. იმ შემთხვევაში თუ სხვა ფილიალიდან გსურთ ნივთის გატანა (ისთ-ფოითი; თბილისი მოლი) დაგვიკავშირდით წინასწარ რომ გადაგიმოწმოთ არის თუ არა მარაგში. |
სტანდარტული გზავნილი ბარდება მისამართზე მყოფ სრულწლოვან პირს.
მოცემული საკურიერო პირობები არ ვრცელდება წინასადღესასწაულო დღეებზე, კერძოდ: ახალი წელი, შობა, აღდგომა, 3 მარტი, 8 მარტი და სხვა კანონით გათვალისწინებულ უქმე დღეებზე.
მისამართზე მისვლის დროს კურიერი რეკავს მითითებულ მობილურ ნომერზე არუმეტეს 3 ჯერ, 2 წუთიანი ინტერვალებით. იმ შემთხვევაში თუ მიმღები არ უპასუხებს მობილურ ტელეფონს, კურიერი 6 წუთის შემდეგ ტოვებს გამოძახების ადგილს.
მისამართზე მისვლისას კურიერს არ აქვს ვალდებულება შევიდეს სადარბაზოში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ მომხმარებელი 2 დღის განმავლობაში არ იმყოფება მის მიერ მითითებულ მისამართზე და/ან არ პასუხობს ტელეფონს, ამანათი დაბრუნდება „Film house“-ს ფილიალში და მომხმარებელს შეუძლია ამანათი გაიტანოს ფილიალიდან. თუმცა საკურიერო მომსახურებაში გადახდილი თანხა უკან არ დაბრუნდება.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
Film House აფასებს საიტზე თქვენს ვიზიტს და იმ ინტერესს, რომელსაც ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების მიმართ იჩენთ. თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც შეგროვდა, მუშავდება და გამოიყენება Film House – ის პორტალზე თქვენი სტუმრობის განმავლობაში.
ჩვენ ვაგროვებთ და ვინახავთ შემდეგ ინფორმაციებს:
- სახელი გვარი
- ტელეფონის ნომერი
- მისამართი
- პორტალზე შესასვლელი უნიკალური იუზერის სახელი და პაროლი
ჩვენ არ გავყიდით, გავავრცელებთ ან გავაქირავებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას თუ არ გვექნება თქვენი ნებართვა ამის თაობაზე ან კანონი არ დაგვავალდებულებს ამას. ჩვენ უფლება გვაქვს გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია, რათა გამოგიგზავნოთ სარეკლამო ინფორმაციები მესამე მხარეების შესახებ, რომლებსაც ჩვენ ჩავთვლით, რომ შეიძლება თქვენთვის საინტერესო აღმოჩნდეს, თუ თქვენ გვეტყვით რომ გსურთ ეს.
თუ ფიქრობთ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც თქვენს შესახებ ინახება ჩვენთან არის არასწორი ან არასრული, გთხოვთ, მოგვწერეთ ამის შესახებ ან გვაცნობეთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით რაც შეიძლება მალე, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე. ჩვენ დაუყოვნებლივ შევასწორებთ ინფორმაციას, რომელსაც ჩავთვლით არასწორად.
ონლაინ შეძენილი ნივთის დაბრუნების პოლიტიკა
პროდუქტის უკან დაბრუნება ან შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ, მიწოდებულ იქნა შეცდომით სხვა ტექნიკური და ვიაზუალური მახასიათებლით. თუ მას აღმოაჩნდა ისეთი ქარხნული წუნი, რომელიც შეუძლებელს ხდის მის გამოყენებას პირდაპირი დანიშნულებით.
შესაძლებელია ნივთის უკან დაბრუნება შემდეგი პირობების დაცვით:
1. მყიდველი გამყიდველს მიაწვდის ნივთს საკუთარი, გამყიდველის ფიზიკურ მისამართზე: ქ. თბილისი, პეკინის 7;
2. დაბრუნებას დაქვემდებარებული ნივთი, ნივთობრივად და სასაქონლოდ უნაკლოა. შეფუთვა დაუზიანებელია ან შესაძლებელია ნივთის გადაფუთვა პირვანდელი სახით;
3. მყიდველმა, გამოთქვა დაბრუნების/გადაცვლის სურვილი და ამის შესახებ წერილობით აცნობა გამყიდველს შეძენიდან 2 კვირის ვადაში;
4. გადახდილი თანხის დაბრუნება ხდება, მომხმარებლისათვის მიწოდების თანხის გამოკლებით.
დაბრუნება/გადაცვლა არ ხორციელდება იმ შემთხვევაში:
1. თუ დაკარგული აქვს სასაქონლო სახე;
2. დაკარგულია ან და დაზიანებულია შეფუთვა;
3. დაკარგულია ან და დაზიანებულია აქსესუარები;
4. მოხდა ნივთის დაზიანება მყიდველის მიერ;
5. დაზიანებულია საქონელზე არსებული, სასაქონლო, ბრენდის აღმნიშვნელი ნიშნები ან და სხვა მანიშნებლები;
ფილიალში შეძენილი ნივთის შეცვლის პოლიტიკა
შეძენილი ნივთები უკან არ ბრუნდება. ფილიალში ნივთის შეძენის დროს ადგილზე ამოწმებთ ნივთს და ეთანხმებით იმ მდგომარეობას რა მდგომარეობაშიცაა ნივთი. იმ შემთხვევაში თუ შეიძინეთ ელექტრონული მოწყობილობა და ქარხნული წუნი აღმოაჩნდა 1 კვირის განმავლობაში შეგიძლიათ მოგვიტანოთ, შევამოწმებთ და თუ მექანიკურად არ არის დაზიანებული შეგიცვლით. თუ გსურთ ნივთის შეცვლა რადგან შემთხვევით სხვა შეიძინეთ, ან ზომა არ მოგერგოთ, შეგიძლიათ სამი დღის განმავლობაში მოიტანოთ ნივთი პირვანდელ მდგომარეობაში და შეგიცვლით.