ასაკი | 10+ |
---|---|
მოთამაშეთა რაოდენობა | 2+ |
Codenames – Duet
65.00₾
Codenames Duet-ს თამაშობთ ორიგინალი Codenames-ის მსგავსად, მაგრამ ორი ჯგუფის ნაცვლად, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან, თამაშობს ორი მოთამაშე, რომლებიც გუნდურად უნდა თამაშობდნენ ყველა აგენტის მოსაძებნად. როგორც codenames-ში, თქვენ გაქვთ 25 სიტყვა, საიდანაც უნდა გამოიცნოთ მინიშნებები. (იმ შემთხვევაში თუ გაქვთ codednames pictures, შეგიძლიათ სიტყვების მაგივრად ნახატებიც გამოიყენოთ ან ნახატები და სიტყვები ერთად).
ორი მოთამაშე სხდება ერთმანეთის პირისპირ, ხოლო საკვანძო მინიშნებების ბარათი იდება შუაში ისე რომ მოთამაშეები ხედავდნენ ცალ მხარეს. 25 ბარათი იდება მაგიდაზე 5X5-ზე.
თითოეული მოთამაშე ხედავს 5×5 ბადეს ბარათზე, სადაც ცხრა კვადრატი შეღებილია მწვანედ (წარმოადგენს თქვენს აგენტებს რომლებიც უნდა გამოიცნოთ) და სამი კვადრატი შეღებილია შავად (ასახავს მკვლელებს, რომლებიც არ უნდა გამოიცნოთ). ორივე მხრიდან ცხრა კვადრატიდან სამი ასევე მწვანეა მეორე მხარეს, ერთი მკვლელი ორივე მხრიდან შავია, ერთი მეორე მხარეს მწვანე, ხოლო ერთ მხარეს უბრალო მოქალაქე თეთრია.
ერთობლივად, თქვენ უნდა გამოავლინოთ თხუთმეტივე აგენტი – მკვლელის გამოვლენის გარეშე – სანამ დრო ამოიწურება, რათა თამაში მოიგოთ. მოთამაშეებმა ერთი სიტყვით უნდა მიანიშნონ მეორე მოთამაშეს გამოსაცნობი ბარათის რაოდენობასსთან ერთად. ვინც მიიღებს მინიშნებას, ათავსებს თითს ბარათზე ამ აგენტის იდენტიფიცირებისთვის. თუ სწორია, მათ შეუძლიათ სცადონ სხვა ბარათის იდენტიფიცირება. თუ ისინი იდენტიფიცირებენ მოქალაქეს, მაშინ მათი გამოცნობის დრო მთავრდება. თუ ამოიცნობენ მკვლელს, ორივე წააგებს! ჩვეულებრივი ქოდნეიმსისგან განსხვავებით, მათ შეუძლიათ განაგრძონ გამოცნობა მანამ, სანამ ყოველ ჯერზე განაგრძობენ აგენტის იდენტიფიცირებას; ეს სასარგებლოა წინა მინიშნებების დასაბრუნებლად და ადრე გამოტოვებულის საპოვნელად. მას შემდეგ, რაც პირველი მინიშნება მიიღება, მოთამაშეები მონაცვლეობით აძლევენ მინიშნებებს.
გაზიარება:
მომხმარებელთა მიმოხილვა
მიმოხილვები
მიმოხილვები ჯერ არ არის
მხოლოდ შესულ მომხმარებლებს, რომლებმაც შეიძინეს ეს პროდუქტი, შეუძლიათ დატოვონ მიმოხილვა.