თამაში შედგება მონეტებისგან და 15 კარტისგან, სადაც გვხვდება 5 განსხვავებული პერსონაჟი (თითოეული 3-3 ცალი). ყოველ პერსონაჟს აქვს ერთმანეთისგან განსხვავებული ძალა (მოქმედება), რომელსაც იყენებთ თამაშის მსვლელობისას.
დასაწყისში თითოეულ მოთამაშეს ურიგდება 2 კარტი და 2 მონეტა. მოწინააღმდეგეებმა არ იციან ვის რომელი კარტი ჰყავს, რაც საშუალებას გაძლევთ ნებისმიერი პერსონაჟი დაიბრალოთ და ისე ითამაშოთ. მაგრამ, თუ მოთამაშეს ტყუილში გამოიჭერენ, 1 კარტი უნდა მოიკლას (მოთამაშე თვითონ წყვეტს რომელ კარტს იკლავს).
კარტის მოკვლა ასევე შესაძლებელია მონეტების აგროვებით. ამისთვის საჭიროა 7 მონეტის შეგროვება და მოწინააღმდეგეს მოუკლავთ 1 კარტს. მოთამაშე თავის სვლაზე იღებს მონეტას ან აკეთებს მოქმედებას (იყენებს პერსონაჟის უნიკალურ ძალას). სვლა გადადის საათის ისრის მიმართულებით. თუ ფიქრობთ, რომ მოწინააღმდეგე იტყუება, შეგიძლიათ “დააჩელენჯოთ” (მიუხედავად იმისა მოქმედებს თუ არა თქვენს წინააღმდეგ) და უთხრათ “არ მჯერა” ნებისმიერ დროს. თუ თქვენი ვარაუდი გამართლდა, მოწინააღმდეგე იკლავს 1 კარტს, თუ არა, მაშინ თქვენ გიწევთ 1 კარტის მოკვლა. ორივე კარტის მოკვლის შემთხვევაში თამაშს დატოვებთ. იმარჯვებს მხოლოდ 1 ადამიანი.
იმისათვის რომ 6ზე მეტმა მოთამაშემ ითამაშოს Coup დაგჭირდებათ Coup reformation
მომხმარებელთა მიმოხილვა
მიმოხილვები
მიმოხილვები ჯერ არ არის
მხოლოდ შესულ მომხმარებლებს, რომლებმაც შეიძინეს ეს პროდუქტი, შეუძლიათ დატოვონ მიმოხილვა.